შალვა ნათელაშვილი პუტინს საქართველოდან სამხედრო ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს

“წინააღმდეგ შემთხვევაში მე ყველაფერს გავაკეთებ რომ რუსეთის ფედერაციას დაედოს საერთაშორისო სამართლებრივი სანქციები”,-“ლეიბორისტების” ლიდერმა შალვა ნათელაშვილი რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა ჯარები საქართველოდან გაიყვანოს.

ნათელაშვილმა რუსეთის პრეზიდენტსა და უმაღლესს ხელმძღვანელობას მოუწოდა, გაიყვანონ თავიანთი სამხედრო ძალები საქართველოდან.

“გაიყვანონ ბაზები, დაგვიბრუნონ ჩვენი მიწები, გაათავისუფლონ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, დაამთავრონ ჩვენი წამება და მერე შემოვიდნენ საქართველოში მეგობრებად, ინვესტორებად, ბიზნესმენებად.

წინააღმდეგ შემთხვევაში მე ყველაფერს გავაკეთებ რომ რუსეთის ფედერაციას დაედოს საერთაშორისო სამართლებრივი სანქციები, ჩვენი ოკუპაციისთვის” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად