შალვა ნათელაშვილი: პირველივე რაუნდიდან კოლეგები ხელით მეჭირა, დეგნანს რომ არ ჩაბარებოდნენ

სურვილი ჰქონდათ შესვლის. ვინც ახლა მოაწერა ხელი, პირველივე რაუნდზე ერთი სული ჰქონდათ შევარდნილიყვნენ პარლამენტში. ეჭვი არ შეგეპაროთ თქვენ, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

მისი თქმით, ხაზარაძე-ჯაფარიძეს საბანკო ინტერესები ჰქონდათ, “გირჩის” ინტერესი კი ის იყო, მარიხუანა სად დაეთესა და სად გაებოლებინა.

“პირველივე რაუნდიდან კოლეგები ხელით მეჭირა, რომ არ ჩაბარებოდნენ კელი დეგნანს. საფრთხობელა ვიყავი და ყველა დიდი ეჭვით მიყურებდა. იმიტომ, რომ როგორც კი წავიდოდა ლაპარაკი იმაზე, რომ შედით პარლამენტში და სასამართლო რეფორმას ჩავატარებ, იმ წუთში ვდგებოდი და რამე იმისთანას ვამბობდი, რომ იშლებოდა ეს გეგმები. საბოლოო ჯამში იქამდე მივიდა საქმე, რომ რამდენიმე შეხვედრაზე გამომტოვეს და ისე დაწერეს დოკუმენტი და პოსტფაქტუმ დამახვედრეს. რა თქმა უნდა, ამაზე არ ამიტეხია ამბავი, მაგრამ როდესაც 17 მარტს დავინახე, რომ ხელმოწერა რეალური იყო, ეს დემარში გავაკეთე, რამაც ჩააგდო ეს გეგმა.

სურვილი ჰქონდათ შესვლის. ვინც ახლა მოაწერა ხელი, პირველივე რაუნდზე ერთი სული ჰქონდათ შევარდნილიყვნენ პარლამენტში. ეჭვი არ შეგეპაროთ თქვენ. ხაზარაძე-ჯაფარიძეს თავისი საბანკო ისინი აინტერესებთ და ვერ გაამტყუნებ, ესენი პოლიტიკოსებად არ დაბადებულან. “გირჩს” აინტერესებს, სად გააბოლოს კარგად და მარიხაუანა დათესოს”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...