შალვა ნათელაშვილი: ფხაკაძე – აი, ვინ არის სარეკლამო ბიზნესის ახალი მონოპოლისტი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ “ვისოლის” დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე სარეკლამო ბიზნესის მონოპოლისტია.

“აი ვინ არის სარეკლამო ბიზნესის ახალი მონოპოლისტი საქართველოში, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოვებული ფხაკაძე და მისი კუთვნილი კომპანია – ალმა.

500-ზე მეტი ბილბორდი, სარეკლამო მონიტორები, რეკლამები ავტობუსის 1000-ზე მეტ მოსაცდელში.

ხელოვნურად გაზრდილი სარეკლამო ფასები, რომელიც ხშირად 4 ციფრიან ნიშნულს სცდება.

სამაგიეროდ სმარტის, ვისოლის და დანკინის თანამშრომლებს ხელფასის სახით თვეში 300 ლარს უხდის 😠 აი რატომ ვითხოვთ მინიმალურ სახელფასო ზღვარს, რომ ასეთმა მონოპოლისტმა მინი-ოლიგარქებმა უფრო მეტი გაიღონ საკუთარი ჯიბიდან” – წერს შალვა ნათელაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად