შალვა ნათელაშვილი: ოპოზიციაში არავის აქვს ილუზია, რომ ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლებაში დარჩება

ოპოზიციაში არავის აქვს ილუზია, რომ ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლებაში დარჩება, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“ოპოზიციის სახელით შემიძლია გიპასუხოთ, რომ არავის აწუხებს ილუზია ივანიშვილის და მისი რეჟიმის დარჩენაზე. შანსი არ არის, რომ ივანიშვილმა და მისმა პარტიამ აიღოს უმრავლესობა.

63%-ს ავიღებო რომ ამბობს ივანიშვილი, ამას თვითონ წერს. ასე ლაპარაკობდა უფასო ფულს მოგცემთო და მოგვცა? მოსაკლავი მოკალით, შესაშინებელი დააშინეთ და დასაყაჩაღებელი დააყაჩაღეთ, ეს მისი მხრიდან ყალბი ფსიქოლოგიური ბაცილაა”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად