შალვა ნათელაშვილი: ოპოზიციამ ტრაპიზონის გზა აირჩია და მოღალატეობრივ დოკუმენტს მოაწერა ხელი

ოპოზიციამ ტრაპიზონის გზა აირჩია და მოღალატეობრივ დოკუმენტს მოაწერა ხელი, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი დამუხრუჭდა. დაახლოებით იცი რა მოხდა? ტრაპიზონში ხომ შეიძლება ჩავიდეთ ბათუმიდან, მაგრამ რომ წავიდეთ ჩინეთით, გადავლახოთ წყნარი ოკეანე, ამერიკის კონტინენტი, ევროპა და იქიდან მოვადგეთ. დაახლოებით ტრაპიზონის გზა აირჩია ოპოზიციამ, რომელმაც ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელსაც მე სამწუხაროდ მოღალატეობრივ დოკუმენტს დავარქმევდი”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...