შალვა ნათელაშვილი: ნიკა მელია ჩემს ხელშია გაზრდილი…

“სააკაშვილთან არანაირი კონტაქტი არ მქონია, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონტაქტები მის პარტიასთან – “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მის ლიდერებთან, რომლებიც ამ ფორმატში, საკონსულტაციო საბჭოსთან თანამშრომლობენ.” – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტვ პირველთან.

მინდა გითხრათ, რომ კარგი აზრის ვარ იგივე გრიგოლ ვაშაძის შესახებ. რომელიც კარგი დიპლომატი და ძალიან დადებითი პიროვნებაა. ასევე ნიკა მელია ძალიან ნიჭიერი და მებრძოლი ადამიანია. ვიცნობ მამამისს ანზორ მელიასაც, ნიკა ჩემს ხელშია გაზრდილი. მინდოდა ჩემთან წამეყვანა ნიკა და მან “ნაცმოძრაობა” აირჩია, თანაც მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში აღარ იყვნენ. იგივე ქალბატონი თინა ბოკუჩავა ძალიან მებრძოლია”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ინგა გრიგოლიას რეპლიკაზე, – მოხიბლული ყოფილხართ “ნაციონალური მოძრაობით”, – პასუხობს:

“ნაციონალური მოძრაობით” კი არა პიროვნებებით ვარ ძალიან კმაყოფილი. მათთან ერთად შეიძლება ბრძოლა საქართველოსთვის”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად