შალვა ნათელაშვილი: ნარკოტიზმის ფრონტზე, როგორც ვპროგნოზირებდით, ტრაგიკული ვითარებაა

"ლეიბორისტული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების გამო ახალგაზრდების გარდაცვალების ფაქტები გაიზარდა.

მისი თქმით, ქვეყანაში ნარკოტიკებით ვაჭრობა დაუსჯელია, ამაში კი, შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს. 

პრეზიდენტობის კანდიდატი მოითხოვს, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო მართლმსაჯულების პროცედურებით დაისაჯოს. 

"ნარკოტიზმის ფრონტზე, როგორც ვპროგნოზირებდით, ტრაგიკული ვითარებაა. ივანიშვილის, მამაცაშვილის ნარკო-მაფიოზური ოჯახის ლიდერობით მიღებულმა გადაწყვეტილებებმა პრაქტიკულად საქართველო გადააქცია ერთადერთ ქვეყნად დედამიწის ზურგზე, სადაც ნარკოტიკების მოხმარება, ნარკოტიკებით ვაჭრობა და ნაკოტრანზიტი სრულიად ლეგალიზებული და დაუსჯელია. საზარლად იმატა ახალგაზრდებში მოწამვლის  და გარდაცვალების ფაქტებმა. მე არაფერი აღარ დამრჩენია, გარდა იმისა, რომ მივმართო გაერო-ს სასამართლო ინსტანციას, ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნას, რათა ქვეყნის დე ფაქტო მმართველის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შეიქმნას სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი ნარკობარიგობისათვის, და ის დაპატიმრებული იყოს საერთაშრისო მართლმსაჯულების პროცედურებით, როგორც ეს მოხდა პანამის დიქტატორ გენერალ ნორიეგას პირობებში, მას შეეფარდა 40 წლით პატიმრობა და ციხეში გარდაიცვალა. ჩვენი შვილების მკვლელს ამის მეტი არაფერი არ ეკუთვნის", – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად