შალვა ნათელაშვილი მთავრობაზე: ესენი მარიონეტების თეატრიდან არიან, ქვეყნის მამოძრავებელი მოტორი მოსკოვიდან მოვლენილი ოლიგარქია

ესენი მარიონეტების თეატრიდან არიან, ქვეყნის მამოძრავებელი მოტორი მოსკოვიდან მოვლენილი ოლიგარქია, – ასე აფასებს გადაცემა “რეაქციაში” “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი პრემიერის საპარლამენტო მოხსენებას.

“გილოცავთ ამაღლებას, ისე ავმაღლებულიყავით, რომ გველეშაპის თავი გაგვესრისოს პოლიტიკურად. პრემიერის გუშინდელი გამოსვლა ბესტსელერად დარჩება ალბათ, ის “ჯიგრული” ფრაზა, ჯიგრული კორუფცია და სხვა. გამოვიდა, კაცის კაცი, ჩვენ ხომ არ გვყავს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი, მინისტრები. ერთი მოსკოვიდან მოვლენილი ოლიგარქია ამ ყველაფრის მამოძრავებელი მოტორი. ესენი არიან კაცუკები,  მარიონეტების თეატრის რიგითი მონაწილეები. ამიტომ მე მას და მსოფლიოც ვერ აღიქვამს პრემიერად და ალბათ ამ “ჯიგრული” ტექსტით დაამახსოვრდება საზოგადოებას”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად