შალვა ნათელაშვილი: მოვუწოდებ თურქეთის ხელისუფლებას არ გამოაცხადოს აია სოფიას ტაძარი მეჩეთად

“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აპროტესტებს თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ 15 ივლისიდან, უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე სტამბულში, აია სოფიას ტაძარი გამოაცხადონ მეჩეთად.

როგორც შალვა ნათელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სამწუხაროდ, საქართველო ხვდება რთულ ზოლში, სადაც რუსული ექსპანსიონიზმის პარალელურად საფუძველს იღებს და ძლიერდება ტანთურქიზმი.

“სწორედ ამას შეეწირა ჩვენი დავით გარეჯიც, რომელიც წაიღო ალიევმა. აშშ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პროტესტი განაცხადა აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებასთან დაკავშირებით. მადლობას ვუხდით მას და მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გაართულებს თვითონ თურქეთის საგარეო პოლიტიკურ მდგომარეობას და მათ შორის, საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობაშიც შეიტანს ბზარებს. როგორც ქართველი ერდოღანია თურქი, ისეთივე თურქულია აია სოფია. 1453 წელს, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, წმინდა სოფიას ტაძარი სამწუხაროდ, გადააკეთეს მეჩეთად, მაგრამ 1934 წელს, რესპუბლიკური მმართველობის პერიოდში ქემალ ათა თურქმა ის გამოაცხადა მუზეუმად და შეტანილია მსოფლიო კულტურის იუნესკოს საგანძურში. დღეს ამ სტატუსის შეცვლა იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი შავბნელი ისტორიისაკენ და შესაბამისად, ხელს არ შეუწყობს ჩვენი მეზობელი თურქეთის გაძლიერებას და მისი ავტორიტეტის ამაღლებას საერთაშორისო ასპარეზზე. მოგეხსენებათ, ყალბი ისტორია არის დიდი ტრაგედიების საფუძველი. ჰიტლერმა 70 მლნ ადამიანი შესწირა ყალბ ისტორიას”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, პანთურქისტები, რომლებიც ერდოღანის წახალისებით მოძლიერებული არიან, სწორედ ამ თეორიებს აწვებიან, რომ დავით გარეჯიც, აია სოფიაც და ქრისტიანული ძეგლებიც თურმე მათი ისტორიული მემკვიდრეობა ყოფილა.

“ეს არის ძალიან საშიში პოლიტიკა, საშიში კონცეფცია და საშიში ხალხი, რუსული ექსპანზიონიზმის პარალელურად. პროცესები რომელიც ჩვენს გარშემო ხდება ჩრდლოეთსა და სამხრეთში, ჩვენთვის არის გადამწყვეტი ჩვენი ისტორიული ბედისათვის, უსაფრთხოებისათვის და საჭიროა, ჩვენც დროზე ამოვიღოთ ხმა, რათა მეზობელი ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერებმა იცოდნენ -ისინი არ არიან მარტო რეგიონში და არ დარჩება შეუმჩნეველი მათი საქმიანობა”, – შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად