შალვა ნათელაშვილი: მიმაჩნია, ისტორიამ დამაკისრა საპასუხისმგებლო მისია, მოვახდინო ქართული პოლიტიკური სპექტრის შეჯერება

ეს ისტორიული მისიაა, ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა”-ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა “კურიერს” შაბათის სტუმრის რანგში განუცხადა.

ნათელაშვილის თქმით, პარტიული ერთობა, საერთო მაგიდის ირგვლივ სხვადასხვა ოპოზიცური ლიდერების თავმოყრამ ქვეყანაში ცვლილებები უნდა გამოიწვიოს:

“მიმაჩნია, ისტორიამ დამაკისრა ძალიან საპასუხისმგებლო მისია, რომ მოვახდინო შეუჯერებლის შეჯერება, ქართული პოლიტიკური სპექტრის შეჯერება, ამ გადამწყვეტ მომენტში. ჩვენთან ყველა პოლიტიკურ ძალას მოესვლება. მათ შორის, ერთმანეთთან დაპირისპირებულსაც, პრორუსულს, პრეევროვნულს და სხვადასხვა. ეს ისტორიული მისიაა, ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა, მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ აღნიშნული ფორმატი გახდეს ქვეყნის უზარმაზარი ნახტომის საფუძველი”-ამბობს ნათელაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად