შალვა ნათელაშვილი: მიხეილ სააკაშვილმა თავისი მატიანე დაწერა შუქ-ჩრდილებით

ჩვენ წინ ვიყურებით. მიხეილ სააკაშვილმა თავისი მატიანე დაწერა”-ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა “კურიერთან” განაცხადა.

შალვა ნათელაშვილმა მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თავისი მატიანე დაწერა, თუმცა შუქ-ჩრდილებით. შალვა ნათელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ჯვარი არავისზე არ აქვს დაწერილი, მათ შორის არც სააკაშვილზე.

” ჩვენ წინ ვიყურებით. მიხეილ სააკაშვილმა თავისი მატიანე დაწერა, შუქ-ჩრდილებით. არის სხვა სფეროში, სხვა ქვეყანაში, სხვა თანამდებობაზე. ჩვენს ქვეყანას ჩვენ უნდა მივხედოთ. საქართველოს ხომ არ აქვს ჯვარი დაწერილი აღმაშენებელზე, თამარ მეფეზე, ერეკლეზე, ჟრდანიაზე, გამსახურდიაზე, შევარდნაძეზე, სააკაშვილზე.”-ამბობს ნათელაშვილი და აცხადებს რომ საქართველო ისეთი ფენომენია სამყაროსეული გაგებით, რომ არ შეიძლება პიროვნებათა ჯგუფზე ან პარტიაზე იყოს ჩამოკიდებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად