შალვა ნათელაშვილი: მიხეილ სააკაშვილი უცხოეთის ფეშენ კურორტებიდან აგრძელებს ოპოზიციური ერთიანობის წინააღმდეგ ბრძოლას

გამორიცხულია, მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერ-მინისტრება, თუნდაც იმიტომ, რომ 2036 წლამდე, რუსეთის იმპერატორი იქნება ვლადიმერ პუტინი, რომელიც როგორც კი დაინახავს სააკაშვილს გაპრემიერებულს საქართველოში, ეგრევე გადმოვა ცხელ ომზე” .

ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა  დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ ოპოზიციის ერთიანობა საქართველოს მოქალაქეების ბრძოლის შედეგია.

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ ოპოზიციური ერთიანობა, ჩვენი ხალხის უდიდესი ბრძოლის შედეგია რეჟიმთან და ასევე მეც, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ ყველაფერი გავაკეთეთ ამ კონსოლიდირებისთვის და მომავალშიც თვალის ჩინივით გავუფრთხილდებით აღნიშნულ მონაპოვარს. მიუხედავად ამისა, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უცხოეთის ფეშენ კურორტებიდან აგრძელებს ოპოზიციური ერთიანობის წინააღმდეგ ბრძოლას. მე ახლა გუშინდელ და იმის წინანდელ ბინძურ რეიტინგებზე, რომელიც მისი დაწერილია, არაფერს აღარ ვამბობ და რომელიც მიმართულია ჩვენს წინააღმდეგ პირველ რიგში, „ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ“. მე მხედველობაში მაქვს, რომ მან ჩაშალა სწორედ რეგიონებში საერთო მაჟორიტარი კანდიდატების იდეა. მან შეიტანა რღვევა თბილისში უკვე შეთანხმებულ მაჟორიტარულ კანდიდატთა ერთობლივ ფრონტში. მან ჩაწერა შვიდი ოლიგარქი ივანიშვილისგან გამოგზავნილი პარტიულ სიაში საკუთარ ლიდერებზე წინ, რომლებიც მერე გადავლენ დაუყოვნებლივ ივანიშვილთან პარლამენტში შესვლის შემდგომ და მანვე გამოაცხადა, რომ თვითონ მარტო დააკომპლექტებს მომავალ მთავრობას ყოველგვარი მრავალპარტიულობის გარეშე, რაც სრული აბსურდია კონსტიტუციური მოდელის მიხედვით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად