შალვა ნათელაშვილი: მიხეილ სააკაშვილი ხელს გვიშლის ოლიგარქის დამარცხებაში, რომელიც პირდაპირ პუტინის მოვლინებულია ჩვენს ქვეყანაში

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ პარტიას, უარი თქვან არჩევნების დღეს, 20:00 საათზე ეგზიტპოლების გამოცხადებაზე, რომელიც მისივე თქმით, რომელიც თავდაყირა დააყენებს კვლავ ქვეყნის ისტორიას, რადგან ყველა გამოაცხადებს თავის შეთითხნილ, დაფინანსებულ, მილიონად ნაყიდ ურცხვ ციფრებს და მერე დაიწყება ვაჭრობა აღვირახსნილი საარჩევნო უბნებში, ლიდერებს შორის პირველ რიგში და შემდგომ ისევ მივიღებთ გამრუდებულ ისტორიას.

„სააკაშვილის პრინციპი, როგორც ჩანს არის შემდეგი – თუ მე არ ვიქნები გყავდეთ ისევ ბიძინა და ეს ვფიქრობ არის დანაშაულებრივი პოზიცია დღევანდელ ეტაპზე და ჩვენთვის ეს სკოლა, ეს სტილი ახალი არ არის. ბატონი სააკაშვილი 1995 წლიდან, აი, ამ ფორმით მუშაობს პოლიტიკურ არენაზე, ასე გვიწერდა „ლეიბორისტულ პარტიას“ რეიტინგებს. როგორც ჩანს, ადამიანი არ იცვლება არც ეპოქალურად და არც იმის მიხედვით, რა ადგილმდებარეობა უკავია. კიევშია, ფარცხანაყანებშია თუ ნიუ იორკშია. აი, ეს არის უბედურება. როგორმე უნდა დავძლიოთ წარსულის ლანდები, გამოვიდეთ წარსულის შუქჩრდილებიდან, გავხედოთ საქართველოს მომავალს და მივხვდეთ იმას, რომ გამორიცხულია მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერ-მინისტრება, თუნდაც იმიტომ, რომ 2036 წლამდე, რუსეთის იმპერატორი იქნება ვლადიმერ პუტინი, რომელიც როგორც კი დაინახავს სააკაშვილის გაპრემიერებულ საქართველოში ეგრევე გადმოვა ცხელ ომზე და ქართულ სახელმწიფოებრიობას გაანადგურებს, რა თქმა უნდა, დემოკრატიული მსოფლიო დაგვიტირებს, მაგრამ ვერაფერს ვეღარ მოასწრებს. ამიტომ, ეს მაინც უნდა გაითვალისწინოს, როდესაც ასეთ უაზრო, უადგილო ამბიციებს აყენებს და ხელს გვიშლის აი ამ ოლიგარქის დამარცხებაში, რომელიც პირდაპირ პუტინის მოვლინებულია ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად