შალვა ნათელაშვილი მეუფეებს: არ შეიძლება ჯერ ვაშინგტონში მსჯელობდეთ საგარეო ორიენტაციაზე და მერე რუსეთს ეფიცებოდეთ ერთგულებას

არ შეიძლება ჯერ ვაშინგტონში მსჯელობდეთ საგარეო ორიენტაციაზე და მერე რუსეთს ეფიცებოდეთ ერთგულებას, – ასე მიმართა გადაცემის “რეაქციის” ეთერიდან “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მეუფეებს.

“ჩემო ძვირფასებო, მეუფეებო თუ ძალიან გინდათ პოლიტიკოსობა კი ბატონო კვიპროსში იყო პრეცენდენტი, როდესაც 70-იან წლებში გახდა არქიეპისკოპოსი მაკარიუსი პრეზიდენტი. სხვათა შორის მას შემდეგ კვიპროსი გაიყო ორად და ატყდა არეულობა, მაგრამ ფაქტია. წამოდით პოლიტიკაში, თუ არა დაანებეთ თავი მთავრობასთან ფლირტს”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

კითხვაზე, რატომ ამბობს ამას? აქვს მოლოდინი, რომ ეკლესია გვერდში დაუდგება ხელისუფლებას? – პასუხობს:

“ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. ოღონდ ეკლესია არა, – საპატრიარქო. ეკლესია ღვთის სახლია და ნუ ვაიგივებთ საპატრიარქოს და ეკლესიას. ძვირფასო საპატრიარქო ჯერ წართმეული გარეჯი გამოგეგლოვათ და მერე დაგეთრიათ ეს 20-20 ჰექტარი ქართული მიწა. ის ქართულია და არ შეიძლება იყოს ან საპატრიარქოს საკუთრება ან კერძო პირის ან ინვესტორის საკუთრება”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მოდით, ყველა პასუხისმგებლობას პატრიარქს ნუ ავკიდებთ. პატრიარქმა შეასრულა თავისი ისტორიული როლი. ყველაფერს თავისი კანონზომიერება აქვს. ძვირფასო მეუფეებო არ გეხებათ საშინაო პოლიტიკა, არ გეხებათ საგრეო პოლიტიკა. არ შეიძლება ნატოს შტატბინაში დადიოდეთ, იქ რომის პაპი არ შესულა. არ შეიძლება ჯერ ვაშინგტონში ჩადიოდნენ და საგარეო ორიენტაციებზე მსჯელობდნენ და მერე მოსკოვში ჩადიოდნენ და ახლა იქ ეფიცებოდნენ ერთგულებას. დაანებეთ პოლიტიკას თავი. რომ არ დაანებეთ იმიტომ დაიწყო ის პროცესები, იქ მამაოს დაჭერები და ა. შ. პოლიტიკა გადმოგედოთ თქვენ და განიწმინდეთ”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად