შალვა ნათელაშვილი: მდიდარი ადამიანი პოლიტიკაში არ უნდა მიძვრებოდეს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის ინფორმაციით, საქართველოს 17 მილიონერი დეპუტატი ჰყავს და მათი ქონება მთლიანობაში 10 მილიარდი დოლარია.

ტელე „იმედის“ კითხვაზე როგორ დაითვალა მილიონერი დეპუტატების ქონება, პოლიტიკოსი პასუხობს, რომ მონაცემები ოფიციალურმა აუდიტორულმა კომპანიამ დათვალა.

„თოფაძე არ მალავს, რომ მას 600 მილიონი დოლარი აქვს, ტყემალაძე არ მალავს რომ მას 300 მილიონი დოლარი გააჩნია, 800 მილიონი აქვს ნაყოფიას, 250 მილიონი კი ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მან განმარტა, რომ ის მდიდარი ადამიანების წინააღმდეგი არ არის. „არ გაგვიგოთ ისე, რომ ჩვენ მდიდარ ადამიანებს და ფინანსებს ვებრძოდეთ. მდიდარი ადამიანი ქვეყნის სიმდიდრეა, მაგრამ მდიდარი ადამიანი არ უნდა მიძვერბოდეს პოლიტიკაში. მისი ადგილია ბიზნესში, მისი საქმეა ეკონომიკა, სამუშაო ადგილების შექმნა, ბიუჯეტში გადასახადების გადახდა და არა გადასახადების დამალვა და ოფშორებზე გატანა, რასაც აკეთებს პარლამენტარების ბანდა, ივანიშვილის ბანდა, ამიტომ ვებრძვით მათ, თორემ ქვეყანაში რაც უფრო მეტი მდიდარია, მით უფრო მდიდარია ქვეყანა. აბა დათვალეთ, რომელმა მდიდარმა პარლამენტარმა ჩარიცხა ფული სტიქიით დაზარალებულთა ფონდში“, – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად