შალვა ნათელაშვილი: მათეს სახარება ფიცის დადებას კრძალავს და აღთქმა დავდოთ, რომ “ოცნებას” ხმას არ მივცემთ!

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში გამოსავალი არის, რომ “ამ გველეშაპისგან” გათავისუფლდეს ქვეყანა. ის სამ პუნქტიან გეგმას სთავაზობს საზოგადოებას. მათ შორის ეს არის ივანიშვილის სანქცირებაც.

“პირდაპირ ხოცვა-ჟლეტაზე არიან გადასულები და ის, რომ ხელისუფლება ინტერვიუებსაც არ იძლევა. ეს ნიშნავს იმას, რომ ტოტალიტარიზმია დამყარებული სრული კონფიგურაციით და სრული მოცულობით. ამ შემთხვევაში გამოსავალი არის:

პირველი, 2 ოქტომბრის არჩევნებზე მოვდივართ და ხმას არცერთ შემთხვევაში არ ვაძლევთ მმართველ პარტიას. ფიცი უნდა დავდოთ, თუმცა მათეს სახარება კრძალავს და აღთქმა დავდოთ, მორალური ვალდებულება ავიღოთ. მათხოვრული სამსახურისა და მათხოვრული ხელფასის გამო რომ მიხვიდე არჩევნებზე სიებით და მთელი შენი ნათესავები მიაყიდო ამის გამო, ეს რომ არ გავაკეთოთ ეს ვალდებულება უნდა ავიღოთ.

მეორე, ხმა უნდა მისცეთ იმ პარტიას, რომელიც კრიტიკულ დღეებში არ გატყდება და არ გადაიხრება. ასეთი დღეს მხოლოდ “ლეიბორისტული პარტია”. სხვა შემთხვევაში თქვენგან ხმამიცემული პარტია თუ ისევ ივანიშვილთან გააკეთებს კომპრომისს და ისევ ტაშს დაუკრავს მას, მაშინ რა აზრის აქვს ეგეთი ოპოზიციისთვის ხმის მიცემას?!

მესამე ეს არის ის, რაც დამოკიდებულია ჩვენ აქტიურობაზე. მე ახლა ვიწყებ მუშაობის ახალ ტალღას, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის მეთაურის სანქცირება დასავლეთის მიერ. ჩვენ ახლა ვიწყებთ მასობრივ მიმართვებს, რომ დასანქცირდეს ივანიშვილის ქონება.

ეს სამი ფაქტორი გვიხსნის გველეშაპისგან, რომელიც ჩვენი სისლით იკვებება”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.

კომენტარები
იტვირთება...