შალვა ნათელაშვილი: ლგბტ ლიდერებმა რუსული მხეცი გამოაგდეს ბუჩქებიდან… ეს ერთი ცენტრიდან იყო კოორდინირებული

ლგბტ ლიდერებმა რუსული მხეცი გამოაგდეს ბუჩქებიდან… ეს ერთი ცენტრიდან იყო კოორდინირებული, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

ის ლგბტქ+ აქტივისტებსაც და მათ მოწინააღმდეგეებსაც მოუწოდებს, რომ აქცია ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართონ.

“რასაც ახლა ლგბტ ითხოვს, ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვლმა 2014 წელს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით. არ უჭერდნენ დეპუტატები მხარს და პირადად დაუგზავნა ესემესები. ამიტომ მე მოვუწოდებ ლგბტ-საც და ანტილგბტ-საც, თუ რამე პრეტენზიები გაქვთ, ჩაატარეთ მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან. ლგბტ-მ იმის თაობაზე, რომ რატომ არ სრულდება ივანიშვილის ინიციატივით მიღებული კანონი და ანტილგბტ-მ იმის თაობაზე, რომ რატომ მიაღებინა ივანიშვილმა ეს კანონი.

რამდენი წელი გავიდა მისი მიღებიდან და საპატრიარქო ხმას არ იღებდა, არც ეს ქართველი რაინდები, ახლა რომ დარბიან, ხმა არ ამოუღიათ – ყველა ბუჩქებში იყო გაყუჟული. ერთადერთი ჩვენ ვყვიროდით, ამიტომ გვეძახდნენ მასხარას, ჰომოფობს და ა. შ.

ადით ივანიშვილის რეზიდენციასთან, ან წადით შეკვეთილში და იქ გამართეთ მიტინგები. დიახ, მათ შორის ლგბტ ლიდერებსაც მივმართავ, რომელთაც გამოაგდეს რუსული მხეცი ბუჩქებიდან. დანიშნეს არჩევნების წინ – ივლისში მსვლელობა. მე საერთოდ ვთვლი, რომ საზოგადოება არ არის მზად. ლგბტ-ს მივმართავ, თქვენ ხართ ჩვენი ჩვეულებრივი მოქალაქეები და თქვენ მიმართ ძალადობას წინ აღვუდგებით. 5 ივლისს აქციის ჩატარება მიუღებელი იყო, ეს იყო პირდაპირ პროვოცირება პრორუსული ძალების, ამიტომ ვაცხადებ, რომ ეს იყო კოორდინირებული ერთი ცენტრიდან. ისე, რომ ლგბტ აქტივისტებმა ეს არც იცოდნენ, ისევე როგორც იქ ბიჭები ვინც გადიან ჯვრის და ეროვნული ღირებულებების დასაცავად, ბევრმა არც იცის, რომ მილიონებია წამოღებული ნაძირალა ვასაძის მიერ”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...