შალვა ნათელაშვილი: ხვალ ოპოზიციის მორიგი შეხვედრა გაიმართება, გველოდება სასიამოვნო სიურპრიზი

პარტიები ხვალ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ.

შეხვედრაზე ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავაც მივლენ. ოპოზიციის გეგმებზე დღეს შალვა ნათელაშვილმა ისაუბრა.

” პარტიებმა გასაგებად და ცალსახად განაცხადეს, რომ პოლიტპატიმართა გათავისუფლების გარეშე არავინ იოცნებოს, რომ ოპოზიცია, იგივე საპარლამენტო რაიმე მონაწილეობას მიიღებს რაიმე საკონსტიტუციო ცვლილებებში. ხვალ ოპოზიციის მორიგი შეხვედრა გაიმართება, ოპოზიციურ პარტიათა საკონსულტაციო ფორმატით, სადაც გველოდება სასიამოვნო სიურპრიზი ეს შეხვედრა მოხდება, პოლიტპატიმართა მონაწილეობით, დავგეგმავთ სტრატეგიებსაც, მიმდინარე ეტაპის”-ამბობს ნათელაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად