შალვა ნათელაშვილი: ხმების გადათვლა ნიშნავს, რომ ადამიანს სჭირდებოდეს თავის ტვინზე ოპერაცია და მას ამოვაცალოთ აპენდიციტი

“დღევანდელ ვითარებაში ხმების გადათვლა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს სჭირდებოდეს თავის ტვინზე ოპერაცია და მას ამოვაცალოთ აპენდიციტი. არაფერ შუაში არ არის ხმების გადათვლა არჩევნების შედეგების გაბათილებასთან, რომელიც მასობრივად გაყალბდა და არავითარი გადათვლა ამ საქმეში არ იქნება მკურნალი და წამალი”.

ამის შესახება ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დაწყებამდე დაგანცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების და ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობენ, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩის შუამავლობით.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვირვებით, არჩევნების გაყალბების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე.

ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად