შალვა ნათელაშვილი: ხელისუფალი უგულავა ჩემთვის მიუღებლები იყო, ოპოზიციონერი – მისაღებია, ასევეა ოქრუაშვილიც

“გიგი უგულავა თუ იყო აბსოლუტურად მიუღებელი, როგორც ხელისუფალი, აბსოლუტურად მისაღებია, როგორც ოპოზიციონერი. ეს იყო ნამდვილი პოლიტიკური პატიმარი. იგივე შემიძლია ვთქვა ირაკლი ოქრუაშვილზეც”, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“ის, რასაც წარსულში ერთმანეთზე ვამბობდით ეს გუშინდელი დღეა. პოლიტიკაში უნდა იყურო წინ და მომავალში. ვივიწყებთ თუ არა… ამას გადავწყვეტთ და გავარჩევთ მას შემდეგ, როდესაც მოვიცილებთ ამ საშინელებას, რომელიც დაეუფლა ქვეყანას. ასეთი მტერი როსტომ ხანიდან დაწყებული და შემდეგ ოკუპანტებისა და მსრუტავების ჩათვლით საქართველოს ასეთი მტერი არ ჰყოლია. ასეთი ამწიოკებელი არ ყოფილა არც ძველი ხელისუფლებები და არც იმ ხელისუფლებაში მყოფი დღევანდელი ოპოზიციონერები. თუ დავიწყეთ იდეალის ძებნა პოლიტიკაში, ღმერთმა ასი წელი გვაცოცხლოს და ეს იმ ქვეყანაში უნდა გავაკეთოთ”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად