შალვა ნათელაშვილი კელი დეგნანზე: კოსმეტიკური მიდგომებით ვერც ჩვენ და ვერც ამერიკა შორს ვერ წავალთ

კოსმეტიკური მიდგომებით ვერც ჩვენ და ვერც ამერიკა შორს ვერ წავალთ, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადაებასთან დაკავშირებით თქვა.

“ჩემთვის საპატივცემულო ელჩს “ახლა კბენანი გვიანიაო” ამ სტადიაში შესვლას ერჩივნა, არ დაეძალებინა პარტიებისთვის ერთპარტიული ოლიგარქიული პარლამენტის გაკეთილშობილება მრავალპარტიულ სეგმენტად და არ გამოეცხადებინა კრიზისი დამთავრებულად. გაეკეთებინა ერთი განცხადება მაინც, რომ “ლეიბორისტული პარტიის” აკრძალვა ეწინააღმდეგება მორალურ, კონსტიტუციურ და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებს. ასეთი კოსმეტიკური მიდგომებით ვერც ჩვენ და ვერც ამერიკა შორის ვერ წავალთ დემოკრატიული განვითარების გზაზე”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...