შალვა ნათელაშვილი კელი დეგნანზე: ასეთი დიქტატორი მმართველი არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვორონცოვ-დაშკოვი

“​მთელი საარჩევნო გაყალბების სქემა განსაკუთრებით „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ პირადად კელი დეგნანთან იყო შეთანხმებული და სწორედ მისგანაა ვიზირებული”.

ასე ეხმაურება ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშილი საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის შეფასებას “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დაკავშირებით.

„ასეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც ეს ტრამპის საჩუქარი ელჩია საქართველოსთვის, არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვორონცოვ-დაშკოვი. ნახეთ ერთი, რა ბრძანებებს იძლევა. საინტერესოა, სად იპოვა ბიძინამ ასეთი კანდიდატურა ამხელა ამერიკაში? ჩემის მხრივ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მთელი საარჩევნო გაყალბების სქემა განსაკუთრებით „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ პირადად მასთან იყო შეთანხმებული და სწორედ მისგანაა ვიზირებული. ამიტომ მოიკლა თავი და აიძულა ოპოზიციის ნაწილი, სამარცხვინო ულტიმატუმზე მოეწერათ ხელი“, – წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში Facebook.

„ვფიქრობ, ნიკა მელიასთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს პარლამენტში, დემოკრატიულ პროცესში მიიღოს მონაწილეობა, იმედი მაქვს, ეს ასე მოხდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...