შალვა ნათელაშვილი კალაძეზე: ადგა და მიაწყევლა ოპოზიცია, თქვენ არ მოესწარით ახალ წელსო

ამის შესახებ "ლეიბორისტების" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია "იბერიის" ეთერში, გადაცემაში "ცენზურის გარეშე" განაცხადა.

"ადამიანებს ჯერ საარსებო პირობა უნდა შეუქმნა და მერე გაზარდო ჯარიმა. თუ არ აქვს პირობა ვაუჩერი უნდა მისცე, როგორც ეს არის მსოფლიოს ყველა დედაქალაქში, ოდნავ ნორმალურ დედაქალაქში, რომ გარკვეული კატეგორია მოსახლეობის, გაჭირვებული, ვისაც შემოსავალი და სამსახური არ აქვს, ან სტუდენტია დადის ამ ვაუჩერით ტრანსპორტში. მილანში მეტი ვერაფერი ისწავლა?! 

შეამცირა ვითომ აიპ-ები დიდი ამბით, მეგონა მართლა რაღაცა შემცირდა და პროგრესია-მეთქი, მაგრამ თურმე უხელფასოები არიან და დაემატა ათკაციანი შტატი, პიარ-შტატი, რომელიც დაუწერს… თვითონ ხომ ვერ აზროვნებს დაუწერენ და კითხულობს სუფლიორზე და მერე უცებ იწყებს სამტრედიულად დასლოკინებას და წყევლას, არ მოესწარით ახალ წელსო, რომ მიაწყევლა ოპოზიცია ერთ-ერთ გამოსვლაში", – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

"აიპრესი" ემიჯნება რაიმე სახის დისკრიმინაციას, მათ შორის წარმომავლობასთან დაკავშირებულსაც. ვინაიდან ეს ფრაზა გამოყენებული იყო პოლიტიკოსის მიერ, ჩვენ ვალდებულად ჩავთვალეთ ინფორმაციის გავრცელება, რათა აღნიშნული საკითხი საზოგადოების მსჯელობის საგნად გამოვიტანოთ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად