შალვა ნათელაშვილი: ივანიშვილის ყველაზე ვერაგი ლობისტი სალომე სამადაშვილია, სირცხვილია

ივანიშვილის ყველაზე ვერაგი ლობისტი სალომე სამადაშვილია, სირცხვილია, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი Facebook-ში წერს:

“ყველაზე დახვეწილი და შესაბამისად ვერაგი ლობისტი ივანიშვილისა ოპოზიციაში ქალბატონი სალომე სამადაშვილია, რომელმაც ისევ ოპოზიციას დააბრალა ოცნების მიერ მიშელთან შეთანხმების დენონსაცია. სირცხვილია უბრალოდ სირცხვილი”, – წერს შალვა ნათელაშვილი Facebook-ში.

ცნობისთვის, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმებამ თავი ამოწურა
მისივე თქმით, თუ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია – ჩვენ მზად ვართ

კომენტარები
იტვირთება...