შალვა ნათელაშვილი: ივანიშვილის გადარჩენის პეცოპერაციას კელი დეგნანი ხელმძღვანელობდა

ივანიშვილის გადარჩენის პეცოპერაციას კელი დეგნანი ხელმძღვანელობდა, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

მისი თქმით, დეგნანის დანიშვნა პუტინის მოკავშირე ტრამპის მხრიდან ივანიშვილთან შეთანხმებით მოხდა.

“პირდაპირ მინდა განვაცხადო თქვენი ეთერის საშუალებით, რომ ამ ანტიქართულ გარიგებას, სპეცოპერაციას ბიძინა ივანიშვილის გადასარჩენად ხელმძღვანელობდა აშშ-ის ტრამპის მიერ დანიშნული ელჩი ქალბატონი კელი დეგნანი, რომელიც დაინიშნა აქ და დანიშვნამდეც კი ივანიშვილთან შეთანხმებით გაკეთდა ეს.

მოგეხსენებათ ტრამპი პრეზიდენტი გახდა პუტინის ფულებით და ამას ამერიკაშიც აღარავინ ეჭვობს. გარიგება დაიდო, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ის არ ჩაერეოდა და პუტინს მისცემდა მოქმედების საშუალებას. ტრამპის პრეზიდენტობისას გადაიღობა ქართლი. საქართველოს ხელისუფლება ხმას არ იღებდა მაშინ, როდესაც ტატუნაშვილს კლავდნენ და ოთხოზორიას ადგილზე ხვრეტდნენ. გაეროში ერთი უშიშროების სხდომა არ მოუწვევიათ, იმიტომ, რომ კვლავ შეთქმულების მსხვერპლი გავხდით დიდ სახელმწიფოებს შორის”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...