შალვა ნათელაშვილი: იცოდეთ, ერთადერთი, ვინც შექმნის ახალ ცხოვრებას, “ლეიბორისტული პარტიაა” და მე ვარ

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის შალვა ნათელაშვილის თქმით, ქვეყნაში მისი პარტია ერთადერთია, ვინც მმართველ პარტიას – “ქართულ ოცნებას” დაუპირისპირდება და ახალ ცხოვრებას შექმნის.

“ეს საზოგადოება არც თავგანწირვას, არც სიკეთეს და ბოროტებას არჩევს ერთმანეთისგან არც თავისთავისთვის უნდა კარგი. შეიძლება ლეიბორისტული პარტია ყავდეს ქვეყანას ამდენი წელი და ხმები სახვეწარი იყოს?
გარბოდეთ თქვენ და ამ მთელ ბარდაგს აძლევდეთ ხმას?! შეიძლება ნათელაშვილი იყრიდეს კენჭს და იმ არჩევნებში “გრეჩიხა” აირჩიოთ პრეზიდენტად?!
შეიძლება, ნათელაშვილი იყრიდეს კენჭს და სალომე ზურაბიშვილი აირჩიოთ პრეზიდენტად?
შეიძლება “ლეიბორისტული პარტია” იყოს წამოსული ასპარეზზე და გეუბნებოდეთ თქვენს სიკეთეს, გეუბნებოდეთ თქვენ სამუშაო ადგილებს, დაბალ გადასახადებს, ოლიგარქიის დამარცხებას, ქვეყნის განვითარეებას, ცივილიზებულ ორიენტაციას, დასავლურ და სხვა ორიენტაციას, გეუბნებოდეთ უფასო განათლებას, ჯანდაცვას, თან ამას აკეთებდეს ოპოზიციური მდგომარეობიდანაც კი და თქვენ ეშმაკებისკენ გარბოდეთ.

სწორს გიკეთებთ ეს ხაზარაძე, ვაშაძე და სხვები, იმიტომ, რომ თქვენ გიყვართ ვინც გჩაგრავთ, გატყუებთ, ძალადობს, გაუპატიურებთ, გიჭერთ… თუ ასე გააგრძელებთ, არაფერი გეშველებათ.
იცოდეთ, ერთადერთი პარტია, რომელიც თქვენ ინტერესებს დაიცავს, სისტემას დაუპირისპირდება და შექმნის ახალ ცხოვრებას “ლეიბორისტული პარტიაა” და მე ვარ. არ გინდათ?! კიდევ იქნებით ასე, მრავალი ათეული წელი” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა გადაცემაში “რეაქცია”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...