შალვა ნათელაშვილი ინგა გრიგოლიას: კიდევ კარგი ჩავარაკრაკე და არ ჩავაწიკწიკე

კიდევ კარგი არ ჩავაწიკწიკე, – ასე მიმართა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა “რეაქციის” წამყვანს ინგა გრიგოლიას, რომელმაც იქამდე უთხრა, რომ პირველი ფრაზები ისე ჩამოარაკრაკა, რომ საუბარი არ შეაწყვეტინა.

“ყველაფერზე გაიძახიან საბოტაჟიო. ვინც პროტესტს გამოხატავს და პარლამენტში არ შევა ის არის საბოტაჟნიკი, დესტრუქცისტი, ერის ხორცმეტი, შეურიგებელი… სხვათა შორის საბოტაჟი ლენინური ინსტიტუტია. პირველად ლენინმა გამოიყენა, როდესაც დაიწყო მასობროვი რეპრესიები და მერე უკვე საბჭოთა ბოლშევიკურ კანონმდებლობაში სპეციალური მუხლი იყო – საბოტაჟი საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და ამაზე იხვრიტებოდნენ ადამიანები და ამათ ააღორძინეს ბოლშევიკების შემდეგ ამათ ააღორძინეს ეს ინსტიტუტი და ყოველ მეორეს პირზე აკერია, რომ  თურმე საბოტაჟს აკეთებს ოპოზიცია ხალხის წინააღმდეგ, მაშინ როდესაც ოპოზიცია იცავს ხალხის არჩევანს, რომელმაც გადაირჩია”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

გადაცემის წამყვანმა მას მიმართა: “არ შეგაწყვეტინეთ პირველი ფრაზები, ისე ჩამოარაკრაკეთ”.

რაზეც შალვა ნათელაშვილი ასე ხუმრობს: “კიდევ კარგი არ ჩამოვაწიკწიკე”.

შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში შესვლისას თქვა, რომ მისთვის პრიორიტეტული საკითხი “ჩაწიკწიკებული საარჩევნო კოდექსია”. მას შემდეგ ეს სიტყვა ოპოზიციაში ერთგვარ ხუმრობად იქცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...