შალვა ნათელაშვილი: ინაშვილს ირმა კი არა, მინიმუმ რუსლანი უნდა ერქვას

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება.

“ეს არაა პარლამენტი. ეს როგორც თავიდანვე ვამბობდით ივანიშვილის შეიარაღებული კრიმინალური ბანდაა.
და კიდევ ერთი შენიშვნა, ინაშვილს ირმა კი არა მინიმუმ რუსლანი უნდა ერქვას. არა უშავს პატარა შეეშალა ნათლიას. რაც შეეხება ნარკოტიკებში დამხვრჩალ მსახიობ-დეპუტატ პაპუაშვილს ის პირდაპირ სამოქალაქო ომის ახალი ფორმულაა სამწუხაროდ..” -წერს სოციალურ ქსელში შალვა ნათელაშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტში პლენარულ სხდომაზე დაპირისპირება მოხდა. ირმა ინაშვილსა და ნიკა მელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც და მასში სხვა დეპუტატების მონაწილეობდნენ.

ინციდენტის დროს მანდატურებმა დეპუტატებს პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

ინციდენტი ირმა ინაშვილის სიტყვის გამოსვლას მოჰყვა, რაც მას ნიკა მელიამ შეაწყვეტინა. მელიასთან ირმა ინაშვილი მივიდა და ქაღალდები შეაყარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად