შალვა ნათელაშვილი: იმედია გამტაცებელი დეპუტატი არ გახდება, თუმცა პარლამენტში ისეთები სხედან, მათთან ის ფრთიანი ანგელოზია

ძალიან რთულია მსაჯული იყო, რადგანაც ადამიანებს შუბლზე ტყვია ჰქონდათ მიბჯენილი. გამტაცებლის სიცოცხლეც სიცოცხლეა. მე არ ვარ მომხრე, რომ ის მოეკლათ იქ, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

მისი თქმით, ოქრიაშვილს გატაცებული ჰყავს კაცი და გვამი ვერ ნახეს. ამის მიუხედავად ოქრიაშვილი ჩაწერეს “ნაცმოძრაობის” სიაში სააკაშვილის განკარგულებით.

“ძალიან რთულია მსაჯული იყო, რადგანაც ადამიანებს შუბლზე ტყვია ჰქონდათ მიბჯენილი. გამტაცებლის სიცოცხლეც სიცოცხლეა. მე არ ვარ მომხრე, რომ ის მოეკლათ იქ. მას ადრე თუ გვიან პასუხს აგებინებენ. იმედია პარლამენტის წევრი არ გახდება, თუმცა პარლამენტში ისეთი წევრები სხედან, რომ ის გამტაცებელი ფრთიანი ანგელოზია. მილიარდები აქვთ მიტაცებული და ადამიანებიც გატაცებულები ჰყავთ. ოქრიაშვილს გატაცებული ჰყავს კაცი და გვამი ვერ ნახეს და ჩაწერეს “ნაცმოძრაობის” სიაში სააკაშვილის განკარგულებით. თინა ბოკუჩავა ოლიგარქების მერეა ჩაწერილი, როგორ შეიძლებოდა ეს?! სააკაშვილს პარტნიორობიდან გამომდინარე ვეუბნები, რომ არ შეიძლება ასეთი უხეში ოპერაციები, როცა ოპოზიციის ერთიანობა დაისახა. ვის დავუჯდე სათანამშრომლოდ – ჩოჩელს, ოქრიაშვილს, ხაბულიანს და ნიკოლაიშვილს?! მილიარდები რომ აქვთ წაღებული”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად