შალვა ნათელაშვილი: გუშინ სისხლი არ დაიღვარა და ეს პოზიტიურად უნდა შევაფასოთ, მაგრამ ივანიშვილმა ჩამოგვიშალა სახელმწიფო

გუშინ სისხლი არ დაიღვარა და ეს პოზიტიურად უნდა შევაფასოთ, მაგრამ ივანიშვილმა ჩამოგვიშალა სახელმწიფო, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“გუშინდელი დღე შეიძლება შევაფასოთ პოზიტიურად, რომ სისხლი არ დაიღვარა და ადამიანი არ მოკვდა, მაგრამ გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ სახელმწიფო გამომპალია და რომ ივანიშვილმა ჩამოგვიშალა სახელმწიფო. პარალიზაცია მოახდინა მისი ეკონომიკის, პოლიტიკური პროცესების, სამართალდამცავი ორგანოების, შეიარაღებული ძალების და ყველაფერი გადააქცია თავის მომსახურე პერსონალად , შპს-დ.

ეს მამაცხონებული ბანკებიც მილიარდიან მოგებას აკეთებენ. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ქვეყანა ღარიბდება და ბანკები მილიარდობით ბანკებს შოულობენ – აიღეთ დააყენეთ სკანირების სისტემა, იარაღის აღმოჩენის სისტემა ბანკის შესასვლელში, დაიქირავეთ დაცვა. იქ მიმსვლელ ხალხს უსაფრთხოების მეტი გარანტიები ექნება. მე მახსოვს 90-იან წლებში ბანკში შესვლამდე სკანირების მთელი სისტემა გავიარეთ. ბანკებს უნდათ 30-40% ამოიღონ, ხალხს სახლები დაუყადაღონ, მაგრამ თანხების გაღება არ უნდათ იმისათვის, რომ ადამიანები უსაფრთხოდ ყავდეთ”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად