შალვა ნათელაშვილი: გილოცავთ ამაღლებას, ისე ავმაღლდეთ, რომ შემოდგომით გველეშაპის თავი გაგვესრისოს, პოლიტიკურად

გილოცავთ ამაღლებას, ისე ავმაღლდეთ, რომ შემოდგომით გველეშაპის თავი გაგვესრისოთ, პოლიტიკურად, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“გილოცავთ ამაღლებას, ისე ავმაღლებულიყავით, რომ შემოდგომაზე გველეშაპის თავი გაგვესრისოს პოლიტიკურად. პრემიერის გუშინდელი გამოსვლა ბესტსელერად დარჩება ალბათ, ის “ჯიგრული” ფრაზა, ჯიგრული კორუფცია და სხვა. გამოვიდა, კაცის კაცი, ჩვენ ხომ არ გვყავს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი, მინისტრები. ერთი მოსკოვიდან მოვლენილი ოლიგარქია ამ ყველაფრის მამოძრავებელი მოტორი.

ესენი არიან კაცუკები,  მარიონეტების თეატრის რიგითი მონაწილეები. ამიტომ მე მას და მსოფლიოც ვერ აღიქვამს პრემიერად და ალბათ ამ “ჯიგრული” ტექსტით დაამახსოვრდება საზოგადოებას”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად