შალვა ნათელაშვილი: გერმანიის ელჩმა დაკარგა დიპლომატის სახე

„გერმანიის ელჩმა დაკარგა დიპლომატის სახე”, – შალვა ნათელაშვილმა გერმანიის ელჩი ისევ გააკრიტიკა იმ განცხადების გამო, რომელიც დიპლომატმა საკონტიტუციო ცვლილებებამდე სამი დღით ადრე გააკეთა.

“ბიძინა ივანიშვილი მილიონებს ხარჯავს ამერიკასა და ევროპაში, რათა ლობისტური კომპანიები დაიქირაოს. ასეთი ჯიბეგაფხეკილი ელჩი, როგორიც იყო საფრანგეთის ელჩი, აქედან წავიდა მილიონერი. იგივე გზაზე მიდის გერმანიის ელჩიც, რომელმაც არაერთი უპასუხისმგებლო განცხადებები აკეთა, გერმანიის ელჩმა დაკარგა დიპლომატის სახე შესაბამისად ჩვენც არადიპლომატიური პასუხი გავეცით,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

26 ივნისს გერმანიის ელჩმა 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა. მან განმარტა, რომ შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება და მასში კონკრეტული ადამიანები არ არიან დასახელებულები.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბრიფინგზე საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ამბობს რომ „გიორგი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა“. ნათელაშვილის თქმით, ” გერმანიის ელჩს აფინანსებს ივანიშვილის რეჟიმი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად