შალვა ნათელაშვილი: გეგმა აქვთ 45-48% დაიწერონ და დაიწყონ ოპოზიციიდან პერსონების ყიდვა, ამიტომ შევშფოთდი ენმ-მა სიაში 4 ოლიგარქი რომ ჩაწერა

გეგმა აქვთ 45-48% დაიწერონ და დაიწყონ ოპოზიციიდან პერსონების ყიდვა, ამიტომ შევშფოთდი ენმ-მა სიაში 4 ოლიგარქი რომ ჩაწერა, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“ივანიშვილი რომ გაგიჟდეს და საფრთხის ქვეშ დააყენოს თავისი მილიარდიანი ქონება, რომელიც ამერიკასა და ევროპაში უკანონოდ აქვს გატანილი. რომ გაგიჟდეს და სიტყვაზე გაიფორმოს მოგება, ამას მოყვება სახალხო გამოსვლები ქუჩაში. აი, რაც ახლა ბელარუსში ხდება და უფრო ადრე სერბეთში რაც იყო და ყირგიზეთში, როდესაც კინწისკვრით გამოყარეს პრემიერები და პრეზიდენტები, აი ეს მოყვება. ამ გეგმას განიხილავს ხალხის გულები, პოლიტიკოსი ხალხის ნებას გამოხატავს, ჩვენ მათი ნების შემსრულებლები ვართ. შესაბამისად, რეჟიმი წაილეკება. ამიტომ, მათ ურჩევნიათ, რომ სადღაც 45-48% დაიწერონ, ეს გეგმები აქვთ და მერე უკვე დაიწყონ ოპოზიციიდან პერსონების ყიდვა. ამიტომ შევშფოთდი, როდესაც “ნაცმოძრაობაში” ჩაწერეს 4 ოლიგარქი – ხაბულიანი, ჩოჩელი, ოქრიაშვილი და ნიკოლეიშვილი. როგორც კი დააკლდება ხმები ივანიშვილს, ესენი მაშინვე გადახტებიან ივანიშვილისკენ”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად