შალვა ნათელაშვილი: გავაფორმოთ ანტიოლიგარქიული პაქტი, რათა პოლიტიკაში აღარ მოვიდნენ ოქრიაშვილები, ჩხარტიშვილები, წულაიები, ოდიშარიები…

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, გააფორმონ ანტიოლიგარქიული პაქტი, რათა ქართულ პოლიტიკაში აღარ მოვიდნენ ქვეყნის ქონების წასართმევად ის ასეულობით ოლიგარქები, ვინც პოლიტიკაში მოღვაწეობის პარალელურად, წლების განმავლობაში ქვეყნიდან გაიტანა ეროვნული სიმდიდრე და მიითვისა ქართველი ხალხის ბედნიერი მომავალი.

აღნიშნული ინიციატივით შალვა ნათელაშილი დღევანდელ ბრიფინგზე გამოვიდა და განმარტა, რომ  31 ოქტომბერს ოლიგარქიული რეჟიმის შეცვლისთანავე დაიწყება ხალხისთვის წართმეული რესურსების გადარჩენის ფონდში გადმოქაჩვა.

“ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, ქართველი ხალხის ბედნიერება და მომავალი საზღვარგარეთ გაზიდა და მიითვისა რამდენიმე ასეულმა ოლიგარქმა, რომლებიც იმავდოულად “მოღვაწეობდნენ” პოლიტიკაში. მოვუწოდებ ყველა პარტიას, გავაფორმოთ ანტიოლიგარქიული პაქტი, რათა არასოდეს ქართულ პოლიტიკაში არასოდეს აღარ მოვიდნენ ჩვენი ქონების წამრთმევი ოქრიაშვილები, ჩხარტიშვილები, ჩოჩელები, ენუქიძეები, წულაიები, ოდიშარიები და მაქსიმუმ ის 100 პიროვნება, რომლებმაც 50 მილიარდ დოლარზე მეტი წაართვეს ჩვენს მომავალს ქვეყანა, მიითვისეს წარმოების საშუალებები, ეროვნული სიმდიდრე, ეკონომიკა და დაავანეს უცხოეთში გახსნილ ოფშორებსა და საბანკო ანგარიშებზე. სწორედ, ამ პირამიდის პროდუქტია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დამაგვირგვინებელ ეტაპატად მოევლინა ჩვენს ქვეყანას დაქცევისა და განადგურებისათვის”, -განაცხადა შალვა ნათელაშილმა.

მისივე თქმით, ბოლო 30 წელია, ეს ხალხი საქმინობს ანუ მტაცებლობენ საქართველოს მთავრობაში, დეპუტატების რანგში და მიაქვთ იმ რაოდენობის ქონება, რომელიც ჩვენზე სამჯერ დიდ ქვეყანას ყელამდე მატერიალურ კეთილდღეობაში აცხოვრებდა.

“ეს მონაცემები ზუსტად ვიცით და ოლიგარქიის დამარცხების, ხელსიუფლების შეცვლისთანავე შევუდგებით გადარჩენის ფონდში აღნიშნული რესურსების უკან გადმოქაჩვას. ამაში ჩავრთავთ მთელ მსოფლიოს, ინტერპოლს, ყველა ბერკეტს და საშუალებას ავამოქმედებთ, რათა ხალხმა უკან მიიღოს რაც წაართვეს”, -განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად