შალვა ნათელაშვილი: გამორიცხულია არჩევნებზე ივანიშვილმა გაიმარჯვოს, ყველაზე ურცხვი არჩევნებითაც წარმოუდგენელია!

“გამორიცხულია ივანიშვილმა გაიმარჯვოს,” – ასე უპასუხა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა კითხვას – თუ ოპოზიციამ ვერ გაიმარჯვა, აღიარებს თუ არა შალვა ნათელაშვილი საპარლემენტო არჩევნების შედეგებს.

“გამორიცხულია ივანიშვილმა გაიმარჯვოს. მე არ ვიცი ახლა რომელი ოპოზიცია გაიმარჯვებს, ვინ მეტ ხმას აიღებს, ვინ ნაკლებს, ვინ რაღაცაზე ვერ მორიგდება და ასე შემდეგ, მაგრამ გაყალბებული, ყველაზე ურცხვი არჩევნებითაც წარმოუდგენელია. თუ ვინიცობაა და მას ხელი გაეპარა და გაიფორმა გამარჯვება, იმ საათებში ის მიიღებს სანქციას თავის ქონებაზე, თავის მილიარდებზე, თავის აქციებზე და მსოფლიო მიიღებს საერთაშორისო დონის ოფიციალურ დამნაშავეს, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

წამყანის კითხვაზე ის უშვებს თუ არა ოპოზიციის დამარცხებას, ნათელაშვილი აცხადებს, რომ “არა, არ უშვებს”.

“ივანიშვილმა ხალხს, რომლესაც ასეთი ნდობა გამოუცხადა სულში ჩააფურთხა, სულში ჩაფურთხებას ჩვენ მას არ ვაპატიებთ,” – აღნიშნა ნათელაშვილმა “ღამის კურიერთან”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად