შალვა ნათელაშვილი: ეს სამოქალაქო დაპირისპირებაა

ასე შეაფასა “ლეიბორისტული პარტიის ” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მცხეთაში მომხდარი ფაქტი.

“ივანიშვილის რეჟიმი მთავრდება. ოლიგარქს ეს ძალინ კარგად ესმის. ამიტომ, გადაწყვიტა, რომ სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება მოახდინოს, ამ გზით გაიგრძელოს პოლიტიკური არსებობის ვადა და შეინარჩუნოს ის ქონება, რომელსაც ამ წუთშიც რიცხავს ობშორულ ზონებში, აქედან მოპოვებულს  კაზინოებში, ეკონომიკიდან, საყდრისიდან და ყველაფრიდან.

ეს სამოქალაქო დაპირისპირებაა. ასე იწყებოდა “მხედრიონი”, ასე იწყებოდა “გვარდია”, ასე იწყებოდა “თეთრი ავაზა”, შავი 90-იანი წლები ასე იწყებოდა, ასე იწყებოდა აფახაზეთის დაკარგვა.

აი, ასეთი ინციდენტები რომელსაც ხელისუფლება ხელს უწყობდა ან აღვივებდა ან ინერტულად იქცეოდა.

დღეს მოხდა რა, მთელი ამ ხელა პატივცემული პოლიციელების თანდასწრებით , ხუნდაძემ, რომელიც საქართველოს უბოროტესი მტერია. ივანიშვილის პირადი ექიმი ხომ იყო, ვერ უმკურნალა და გიჟად დატოვა პაციენტი. ამას ხომ ხედავს მსოფლიო? ამაზე აგებს პასუხს და იმაზე, რომ აქ, ამ შენობაში შექმნა მხედრიონი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ვუხდით ხელფასს. მცხეთის  ახალი მხედრიონი შექმნა და ამ მხედრიონმა ახლაგაზრდებს გაუსწორა ანგარიში”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა “მთავარ არხთან”.

ცნობისთვის, მცხეთაში, “გაბედე”-ს აქციაზე ბექა ნათელაშვილი დააკავეს.

შსს- ს ოფიციალური ინფორმაციით, მცხეთაში 7 პირი დავაკავეთ – “გაბედეს” 4 აქტივისტი და “ოცნების” 3 მხარდამჭერი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად