შალვა ნათელაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა სოციალური გენოციდი ჩაიდინა

ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“ივანიშვილმა მოახდინა სახელმწიფოს პრივატიზაცია და მთელ ერს შეურაცხყოფა მიაყენა. მან ჩაიდინა სოციალური გენოციდი. აბა რა არის, როდესაც მსოფლიო რეიტინგებში საქართველოა პირველ ადგილზე საბანკო დავალიანებების მიხედვით. საქართველოა ქვეყანა, როდესაც ივანიშვილის მმართველობისას 4700 სოფლიდან 1000 სოფელი სრულიად დაიცალა. საქართველოა ქვეყანა, სადაც 800 სკოლაში პირველი კლასი არ გაიხსნა. ბავშვები აღარ იბადებიან.

ვულოცავ შვილიშვილის დაბადებას, რაზეა საუბარი. დარწმუნებული ვარ შვილიშვილი სამარცხვინო პაპას არ დაემსგავსება. ვუსურვებ ბედნიერ საქართველოში ცხოვრებას. კი ბატონო, მაგრამ სხვას არ უნდა შვილი? სხვას არ უნდა შვილიშვილი? სახელმწიფოს რესურსი მრავალშვილიანობასა და ოჯახების გადარჩენაზე უნდა იყოს მიმართული”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად