შალვა ნათელაშვილი: ბიძინა ივანიშვილს ტელედებატებში ვიწვევ

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხდებით საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ტელედებატებში იწვევს. 

"იგრძნო რა გარდაუვალი დამარცხების საშიშროება, ჩირგვებიდან გამოძვრა ჩვენი მომავლის მტერი ბატონი ივანიშვილი, მან წინასწარ დააანონსა საკუთარი სამარცხვინო პარტიის გამარჯვება, დაგვპირდა დახმარებას გაანალიზებაში, თანაგრძნობა გამოგვიცხადა შეუსრულებელი დაპირებების გამო, როგორც იტყვიან, შუბლის ძარღვზე საუბარი აქ ზედმეტია. კიდევ ერთხელ ვიწვევ ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ტელედებატებში, მისთვის სასურველ დროსა და ადგილას, მანამდე კი ვთავაზობ, ერთად გავიაროთ ქუჩაში, ყოველგვარი დაცვის გარეშე, მერე ნახავს რა გამარჯვება ელოდება წინ," – განაცხადა ლეიბორისტების ლიდერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...