შალვა ნათელაშვილი: ამბრაზურასავით უნდა გადავეფაროთ, რათა არ გახდეს დეპუტატი ოდიშარია, რომელმაც, მთელი ირანი და არაბეთი თბილისში ჩამოასახლა

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მაჟორიტარული ვაკხანალიის შესაქმნელად, 30 მაჟორიტარული ოლქი, ბიძინა ივანიშვილმა შეგნებულად დატოვა და ოპოზიცია “გაჩენილ ცეცხლს ამბრაზურასავით უნდა გადაეფაროს”, რათა ჩაახშოს იგი.

ამის შესახებ შალვა ნათელაშილმა “ღამის მთავარში” სტუმრობისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ “ქართული ოცნების” მიერ დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატების გადეპუტატება არ უნდა დაუშვას.

“რა სიმბოლურია – იუდას ციფრია ბიბლიაში, 30 ვერცხლი და 30 მაჟორიტარი დატოვა, თვითონაც ხომ ოკულტისტია, სატანურ რიტუალებს ეტრფის. 30 ვერცხლი სატანისაა, რომელიც შეგნებულად დატოვა, რომ ქართულ პოლიტიკაში დაძაბულობა მომხდარიყო, უნდა გავანეიტრალოთ იმით, რომ გადავეფაროთ, მატროსოვი რომ გადაეფარა ამბრაზურას და ჩაახშოს ცეცხლი. ეს ცეცხლია, რომელსაც ჩვენ გვესვრის დეპუტატობის კანდიდატად დასახელებული კობიაშვილი გლადნში, რომელსაც 300 მილიონი მიაქვს სახლში ბიუჯეტიდან ფეხბურთის განვითარებისთვის და ამ დროს, ფეხბურთი რა დღეშია, ზოგს დაბადების დღეებზე ხოცავენ, ზოგს აგდებენ, რომ სხვა გუნდზე გაიყიდოს. დაფასება არა აქვს წარმატებულ, ნიჭიერ არც სპორტსმენს, არც ინჟინერს, არც მუშას, არც გლეხს, არც პედაგოგს, არც მეცნიერს. ეს ის ამბრაზურაა, რომელსაც უნდა გადავეფაროთ, რათა არასოდეს არ გავიდეს ოდიშარია, სამი თაობის მთაწმინდელი დეპუტატად. ის ოდიშარია, რომელმაც მთელი ირანი და არაბეთი თბილისში ჩამოასახლა. კორპუსები, რაც მათთვის შენდება, არის ოდიშარიას, კალაძის და წულაიას საერთო ბიზნესი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არასოდეს გახდეს დეპუტატი ხახუბია, რომელმაც ფოთი, ჩვენი სიამაყე მოწამლა აყროლებული თევზის სუნით. იქ უკვე აღარ დაიდგომება, აღარ იცხოვრება და ეს ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არ გაიმეტა რამდენიმე მილიონი გამწმენდი ნაგებობების ჩამოსატანად”, -განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად