შალვა ნათელაშვილი: აღარ მიხარია ქართველი სპორტსმენის გაჩემპიონება, რადგან ის იმ წუთიდან ბიძინას ზონდერი და ხალხზე მოძალადე ხდება

ასე გამოეხმაურა “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრემიმიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას.

“იქნებ ეს მილიონი შიმშილით სასიკვდილოდ განწირულ ადამიანებზე გაგენაწილებინათ. ან იქნებ ქარსელაძის ოჯახზე გადაგეცათ რომელმაც ახლახანს ბავშვი გადაარჩინა დახრჩობას და თვითონ დაიხრჩო. რა ვქნა, აღარ მიხარია ქართველი სპორტსმენის გაჩემპიონება, რადგან ის იმ წუთიდან ხდება ბიძინას ზონდერი და ხალხზე მოძალადე. და საერთოდ ის 100 მილიონი, რაც ხმარდება ზონდერ სპორტული–ფედერაციების დაფინანსებას ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ხალხს და ასევე მოხმარდეს მასობრივი სპორტის განვითარებას უბნებში”, – წერს შალვა ნათელაშვილი “ფეისბუქში”.

 

ცნობისთვის, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონს ლარს მიიღებს

კომენტარები
იტვირთება...