შალვა ნათელაშვილი: 2016 წელს ჩემმა მეგობარმა, კონგრესმენმა რასელმა აშშ-ის მთავრობას ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდა

2016 წელს ჩემმა მეგობარმა, კონგრესმენმა სტივ რასელმა ქართველ ხალხს მოუწოდა, რომ როგორც წმინდა გიორგიმ გააგდებინა თავი გველეშაპს, ისე გააგდებინეთ ოლიგარქსო, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“მე ვარწმუნებდი დასავლეთში, რომ საქართველოში შემოგზავნილ პუტინის ვირუსს სანქციების გარეშე ვერ მოვიცილებთ და ყველაფერი სხვა წყლის ნაყვაა და ამის გამო ეჭვის თვალით მიყურებდნენ. როცა ამაზე ალაპარაკდნენ, ეს ძალიან კარგია. როდესაც ჩემი მეგობარი, ცნობილი კონგრესმენი სტივ რასელი 2016 წელს გამოვიდა კონგრესის სხდომაზე და მოუწოდა აშშ-ის მთავრობას, რომ დაესაქნცირებინა ივანიშვილი. რა თქმა უნდა ჩემი თხოვნით გააკეთა, რადგან გავაცანი სიტუაცია და ასეთ მეგობრობას ძმა და თანამებრძოლი არ გაგიწევს, რაც იმან საქართველოს გაუკეთა და მათ შორის მეც. მან ქართველ ხალხს მოუწოდა, რომ როგორც წმინდა გიორგიმ გააგდებინა თავი გველეშაპს, ისე გააგდებინეთ ოლიგარქსო. მაშინ უნდა მოესმინა თავისი კონგრესმენისთვის აშშ-ის მთავრობას, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

მე არ ვეთანხმები სანქცირების დაწყებას ღარიბაშვილისგან და სხვა პირებისგან. სანქცირება ივანიშვილით უნდა დაიწყოს, გაგრძელდეს მისი ოჯახის წევრებით და შემდეგ უნდა გადმოვიდნენ დეიდაშვილებზე – მამაცაშვილებზე, სხვებზე და სხვებზე”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...