შალვა ნათელაშილი: პრეზიდენტმა თავისი ჭკუით ლეგიტიმურობა გამოაცალა 31 ოქტომბრის არჩევნებს

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომ ის არ აპირებს გიორგი რურუას შეწყალებას.

როგორც შალვა ნათელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, პრეზიდენტმა “თავისი ჭკუით” ლეგიტიმურობა გამოაცალა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, რაც ცუდად დამთავრდება მისთვის.

“საქართველოს პუტინის რეკომენდაციით დასმული პრეზიდენტის უარით, შეეწყალებინა პოლიტიკური პატიმარი, მან ლეგიტიმურობა გამოაცალა 31 ოქტომბრის არჩევნებს თავისი ჭკუით. იმ დროს, როდესაც ამ ქალბატონმა რამდენიმე ხნის წინ შეიწყალა პოლიციელის მკვლელები, ნარკოვაჭრები და პედოფილები, მისგან განცხადება, რომ დამნაშავეს არ შეიწყალებს, აჭარბებს მსოფლიო იუმორის მასშტაბებს, თუმცა, ეს გახლავთ ტრაგიკული იუმორი, რომელიც ძალიან ცუდად დაუმთავრდება მას და მის ამ პოსტზე ჩამომყვანებს პარიზიდან”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ  არ აპირებს იმავეს გამეორებას, რაც ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შემთხვევაში გააკეთა.პრეზიდენტი: გიორგი რურუას არ შევიწყალებ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად