შალვა ნათელაშილი ბიძინა ივანიშვილზე: ეს პერსონა ეროვნული სიძულვილის სიმბოლო გახდა, არც მინდა ადამიანი ვუწოდო

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილის შეფასებით, პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა იყო “პროფესიონალი კრიმინალის საბოლოო სიტყვა სასამართლო პროცესზე”.

ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა ტვ “მთავარი არხის”  გადაცემაში “დღის სტუმარი” განაცხადა და განმარტა, რომ  კრიმინალი ასეთ ურცხვ თავის გასამართლებელ სიტყვას არ წარმოთქვამს.

“ეს იყო პროფესიონალი კრიმინალის საბოლოო სიტყვა სასამართლო პროცესზე, სადაც ეს კრიმინალი აცხადებს, რომ მე კი არ წაგართვი, შენ მოგეჩვენა. მე მოვედი და მოგეცი რაზც მედავები რომ ავტომანქანა წაგართვი… სამკაული, სახლში რომ წავიღე… პირიქით, ჩამოგკიდე ახალი სამკაული, შენსას დაემატა. გქონდა ორი და გაქვს სამი. კი არ მოვკალი კაცი, სასწრაფო სარეანიმაციო ღონისძიებები ჩავუტარე, გავაცოცხელ და ჯანდაცვა ამ დონეზე ავიყვანე. ახალგაზრდობას სამუშაო ვუშოვნე, უმაღლესი განათლება უფასო გავუხადე, ოჯახის შექმნის გარანტიები მივეცი, პენსიონერებს პენსია გავუზარდე, ბედნიერად ცხოვრობენ, დაბადების დღეებზე შვილიშვილებს საჩუქრებს ჩუქნიან, დასვენებაც შუძლიათ ჯერ საქართველოს კურორტებზე, მერე საზღვარგარეთ გავუშვებ. 400 ღატაკი ჩვენ ვაქციეთ საშუალო შეძლების ადამიანად… აი, ამას გვიყვებოდა.

მაპატიოს მთელმა კრიმინალურმა სამყარომ. არცერთი კრიმინალი ასეთ ურცხვ თავის გასამართლებელ სიტყვას არ წარმოთქვამს. იქ მჯდარი ერთუჯრედიანი მონები ჰგავდნენ ქელეხის მონაწილეეებს, რომელბსაც ერთი სული აქვთ, დალიონ წასული ლიდერი სადღეგრძელო, რადგან მათთვისაც ეს პრობლემა გახდა უკვე. ეს პერსონა ეროვნული სიძულვილის სიმბოლო გახდა, არც მინდა ადამიანი ვუწოდო”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად