შალვა კიკნაველიძემ საკუთარი არჩევანი ზესტაფონის მე-7 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა

შალვა კიკნაველიძე: “მინდა მოვუწოდო მოსახლეობას აქტიურობისკენ და შევახსენო, რომ თითოეული მათგანის ხმა გადამწყვეტია“ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ საკუთარი არჩევანი ზესტაფონის მე-7 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა,- ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატული საქართველო ავრცელებს.

ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით მისი არჩევანი ქვეყნის სტაბილური განვითარება, თავისუფლება და კეთილდღეობაა. „დღეს გადამწყვეტი დღეა, მოსახლეობამ ერთხელ უკვე გააკეთა არჩევანი თავისუფალი, განვითარებული საქართველოს სასარგებლოდ. დარწმუნებული ვარ, დღეს ამ არჩევანს კიდევ უფრო განვამტკიცებთ. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას აქტიურობისკენ და შევახსენო, რომ თითოეული მათგანის ხმა გადამწყვეტია“- განაცხადა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად