შალვა კიკნაველიძე ზესტაფონში რძის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას დაესწრო

ზესტაფონში რძის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი იმერეთის მხარეში გივი ჭიჭინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ინფორმაციას პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ავრცელებს. 

საწარმო „ENPARD“-ს დაფინანსებით შეიქმნა და 150 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, ამ ეტაპზე 15 ადამიანია დასაქმებული. საწარმო რძეს ადგილობრივი მოსახლეობისგან ჩაიბარებს.

„ჩვენი მიზანია მომხმარებელს მივაწოდოთ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და უვნებელი რძის პროდუქტი, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებს“, – აცხადებს კოოპერატივის თავმჯდომარე, მიხეილ ჭანკოტაძე.

მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ სამუშაო ადგილების შექმნაზე და ხელისუფლების მიერ ამ კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება.

„დღეს სოფელ როდიანაულში გაიხსნა რძის ახალი საწარმო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სოფლისთვის, ასევე რაიონისთვის. ახალი საწარმო ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, რაც ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიოტიტეტი და სწორი პოლიტიკის შედეგია“, – განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

საწარმო ჩეხეთის მთავრობის დაფინანსებით შეიქმნა. ევროკავშირის მიერ მსგავსი პროექტების განსახორციელებლად 102 მლნ ევროა გამოყოფილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად