შალვა კიკნაველიძე წინასაარჩევნოდ შეხვედრებს განაგრძობს

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. შალვა კიკნაველიძე ქალაქ ზესტაფონის სხვადასხვა უბანში მოსახლეობას შეხვდა. 

დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველს 30 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ზესტაფონელების არჩევანი ამჯერადაც პროგრესზე, წინსვლასა და მომავალზე იქნება ორიენტირებული.

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს. მოვუწოდებთ ზესტაფონელებს, რომ 30 ოქტომბერს აუცილებლად იაქტიურონ და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული ჩვენგანის ხმა განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს. დარწმუნებული ვარ ზესტაფონელები კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ საკუთარ არჩევანს და 30 ოქტომბერს საბოლოოდ ეტყვიან უარს წარსულს. მჯერა ჩვენ ავირჩევთ ღირსეულ მომავალს“ – განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...