შალვა კიკნაველიძე: დარწმუნებული ვარ ზესტაფონი აუცილებლად ზესტაფონელს აირჩევს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შალვა კიკნაველიძე ბოსლევის, დილიკაურის, ზედა საქარისა და შორაპნის ამომრჩეველს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ავრცელებს. 

მაჟორიტარობის კანდიდატმა პირველ ტურში გამოცხადებული ნდობისა და თანადგომისთვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და მეორე ტურში აქტიურობისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ და შალვა კიკნაველიძეს. მეორე ტურის ფარგლებში დავიწყეთ მოსახლეობასთან შეხვედრები და დარწმუნებული ვარ, როგორც პირველ ტურში, ასევე მეორე ტურში ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და ზესტაფონი აუცილებლად ზესტაფონელს აირჩევს“ ,- განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად