შალვა კერესელიძემ მეწარმეებთან და ფერმერებთან შეხვედრა გამართა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, მოადგილესთან გოჩა ქავთარაძესთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი კაპანაძესთან და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად, რეგიონის მეწარმეებთან და ფერმერებთან შეხვედრა გამართა. მხარის რწმუნებულმა, ქვეყანაში კორონავირუსის
შესაძლო გავრცელების რისკის ფონზე, ფერმერული მეურნეობების მეპატრონეებისთვის და მეწარმეებისთვის პრიორიტეტული საკითხები მოისმინა. ერთობლივად იმსჯელეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, წარმოების პროცესს აგრძელებთ. თქვენი პროდუქცია ჩვენი
მოსახლეობისთვის დღესდღეობით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კორონავირუსის შესაძლო გავრცელების რისკებიდან გამომდინარე, თქვენს წინაშე გარკვეულმა გამოწვევებმა იჩინა თავი. სახელმწიფოს ყველა შესაბამისი უწყება კოორდინირებულად მუშაობს, რათა აღნიშნული გამოწვევები დროულად გადაიჭრას“ – აღნიშნა შეხვედრაზე მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად