შალვა კერესელიძე: არც ნიკა მელია და არც გიორგი რურუა პოლიტპატიმარი არ არის

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია და “მთავარი არხის ” ერთ-ერთ მეწილე გიორგი რურუა პოლიტპატიმარი არ არის – ამის შესახებ განაცხადა მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრმა, შალვა კერესელიძემ, რომელმაც გუშინ დატოვა პარტია “ოცნება” და საპარლამენტო უმრაველსობა,

„ორი აზრი არ არსებობს იმაში, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია, დეპუტატიც და მოქალაქეც, ამაზე არავინ არ დაობს. მაშინ, როცა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერდა, ეს არავის გაუპროტესტებია, არც ჩვენს მოქალაქეებს და არც პარტნიორებს. სასამართლოს შესაძლებლობა მიეცა, ემოქმედა თავისუფლად და გახსნილად, მაგრამ საუბარი იყო აღსრულების ფორმაზე. იმ ღამეს, როცა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, გიორგი გახარიას პოზიცია იყო, რომ მაშინ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეკრებილნი იყვნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მხარდამჭერები, იმ ღამეს არ უნდა მომხდარიყო მელიას აყვანა. საუბარი იყო იმაზე, რომ შეცვლილიყო დრო და ფორმა, სწორი ფორმა შერჩეულიყო. გიორგი გახარია იმას ფიქრობდა, რომ ის შედეგები მიჰყვებოდა, რაც მოჰყვა – არეულობა და უთანხმოება. ნიკა მელია პოლიტპატიმარი არ არის, სხვათა შორის, არც გიორგი რურუა არ არის” –  განაცხადა შალვა კერესელიძემ.

შეგახსენებთ, ე.წ. გახარიას გუნდმა „ოცნება“ დატოვა. მათ პარლამენტში განაცხადეს: „გიორგი გახარიასთან ერთად ვქმნით ცალკე პარტიას“

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...