შალვა ალავერდაშვილი: სასტუმროების ბიზნესი მოკვდა… ლოგიკას ვერ მივხვდი, ბაკურიანში საჩოჩიალო რატომ აკრძალეს

სასტუმროების ბიზნესი მოკვდა… ლოგიკას ვერ მივხვდი, ბაკურიანში საჩოჩიალო რატომ აკრძალეს, – ამის შესახებ სასტუმროების ასოციაციის თავმჯდომარემ შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა”.

“სასტუმროების ბიზნესი მოკვდა, საერთოდ აღარ არსებობს. ერთადერთი ადგილი, სადაც სასტუმროები მუშაობს, ეს არის კორონა სასტუმროები, სადაც კორონათი დაინფიცირებულები გვყავს გადაყვანილი. დანარჩენი სეგმენტი ამ წუთში მკვდარია. ჩვენ სექტორში 100 000-მდე ადამიანნმა დაკარგა სამსახური და ის სამსახურები კარგა ხნის დაკარგულია. თუმცა, ზაფხულში იყო გამონათებები სეზონური. რამდენიმე თვით დაიტვირთა სასტუმროები და პულსი გაესინჯა. იგივენაირი მოლოდინი იყო მთის სასტუმროებშიც.

ბაკურიანში გვაქვს 7 000 ბინა, რომელსაც ჰყავს თავისი მესაკუთრე, სადაც ეს ხალხი ჩავა და ბაკურიანში ეს ბინა იქნება დატვირთული, მაგრამ ვერ ისრიალებენ. გონდოლას დაკეტვა გავიგე, რომ რისკს შეიცავს, მაგრამ საჩოჩიალო, რომელზეც 9 მეტრიანი დისტანციაა და სადაც ადამიანი არის ეკიპირებული – ჩაფხუტი აქვს, სათვალეები უკეთია, პირი აქვს დაფარული და სპეციალური ტანსაცმელი აცვია. აქ, სად არის ლოგიკა?!” – აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.

კითხვაზე, პრემიერთან შეხვედრაზე არ უსაუბრიათ ამ თემებზე და არაფერი გაითვალისწინეს? – პასუხობს, რომ “ჩვენ ჩვენი ვთქვით და მორჩა”.

“ბაკურიანს ხომ კარგად იცნობთ? პარკში ეს ამდენი ხალხი ხომ ისევ შეჯგუფებული იქნება? უკვე წინასწარ ვხედავ რა მოხდება – დადგება ბურანები, რომელიც ჩაიბამს მოთხილამურეებს, აიყვანს ზემოთ და ისრიალებს ხალხი მაინც. იქნება თავშეყრა და არეული სიტუაცია”, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად